
კონსტანტინე კოსაჩოვი: “რა შედეგითაც არ უნდა დასრულებულიყო არჩევნები, რუსეთთან ნორმალიზების შანსი არ არსებობდა”
01/11/2020 15:38:58 კონფლიქტები
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის კონსტანტინე კოსაჩოვის განცხადებით, “რა შედეგითაც არ უნდა დასრულებულიყო საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ორი ქვეყნის ურთიერთობების ნორმალიზების შანსი არ არსებობდა”.
მისი განმარტებით, “ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების შანსი მაშინ წარმოიშობა, როცა თბილისი აღიარებს თავის შეცდომებს, რომლებმაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება გამოიწვია”.
“ამის შანსი გაჩნდება, როცა ქართველი პოლიტიკოსები დაეთანხმებიან მათთვის არასასიამოვნო, თუმცა ცხად სიმართლეს, რომ 2008 წელს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება არა რუსული, არამედ ქართული პოლიტიკის შედეგი იყო – ამ ორი რეგიონის მიმართ იმ მცდარი პოლიტიკის შედეგი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში, ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან ხორციელდებოდა. თუკი და როცა ქართველი პოლიტიკოსები ამას აღიარებენ და შესთავაზებენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს თანასწორუფლებიან დიალოგს, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში გაჩნდება ნორმალიზებისა და კეთილმეზობლობის შანსი. მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი კეთილსინდისიერი და ვაჟკაცი პოლიტიკოსები დღევანდელ საქართველოში ნამდვილად დეფიციტშია” – დასძინა კოსაჩოვმა.
ცნობისთვის: რუსეთმა სოხუმისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის ომისა და საქართველოს ამ ორი რეგიონის ოკუპაციის შემდეგ აღიარა. ოკუპაცია დღემდე გრძელდება.
2008 წლის ომის რეალური მიზეზები თავის დროზე ერთ-ერთ ინტერვიუში წამოსცდა საქართველოს ტერიტორიაზე რუსული არმიის შემოყვანის გადაწყვეტილების ფორმალურ მიმღებს (საყოველთაოდ ცნობილია, რომ რეალურად, ყველაფერს იმხანად პრემიერი ვლადიმირ პუტინი წყვეტდა) – იმხანად პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს: