
„არჩევნები ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი დემოკრატიული მიღწევაა, მთავრობას მიეცა მანდატი აშშ-სთან, ნატო-სთან და დასავლელ მოკავშირეებთან ურთიერთობების განსამტკიცებლად“
01/11/2020 15:47:35 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
„საქართველოში ჩატარებული არჩევნები ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვან დემოკრატიულ მიღწევას წარმოადგენს“, – ამის შესახებ ამერიკელმა გენერალმა, ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილმა მეთაურმა, ფილიპ ბრიდლავმა განაცხადა.
მისი თქმით, „მთავრობას მიეცა მანდატი აშშ-სთან, ნატო-სთან და დასავლელ მოკავშირეებთან ურთიერთობების განსამტკიცებლად“.
„ამ უქმე დღეებში ჩატარებული არჩევნები საქართველოს ხალხისთვის მნიშვნელოვან დემოკრატიულ მიღწევას წარმოადგენს – გილოცავთ. მთავრობას მიეცა მანდატი აშშ-სთან, ნატო-სთან და დასავლელ მოკავშირეებთან ურთიერთობების განსამტკიცებლად. მომდევნო წლებში ველოდები თანამშრომლობის გაგრძელებას ჩვენ ერებს შორის“, – აღნიშნა ბრიდლავმა.