
"ვულოცავ საქართველოს არჩევნების ახალი სისტემით ჩატარებას, საჭიროა შემდგომი ძალისხმევა ხარვეზების გამოსასწორებლად"
01/11/2020 16:17:54 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
"ვულოცავ საქართველოს არჩევნების ახალი სისტემით ჩატარებას, საჭიროა შემდგომი ძალისხმევა ხარვეზების გამოსასწორებლად", – ასე ეხმიაინება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.
"ვიმედოვნებთ, მნიშვნელოვანი რეფორმები გაგრძელდება და მზად ვართ განვაგრძოთ საქართველოს ევროპული და ატლანტიკური კურსის მხარდაჭერა", – წერს ლინკევიჩუსი სოციალურ ქსელში.