Accentnews.ge
აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების 69 ახალი შემთხვევაა

აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების 69 ახალი შემთხვევაა

01/11/2020 16:43:12 კონფლიქტები

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-ინფექციაზე 358 ტესტირება ჩატარდა და დადებითი შედეგები 69 შემთხვევაში გამოვლინდა, - იუწყება კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად გუდაუთის კოვიდ-ცენტრში სტაციონარულ მკურნალობაზე იმყოფება 134 პაციენტი, მათგან 116 – დადასტურებული დიაგნოზით. მძიმეა 19-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა, საშუალო სიმძიმისაა 30-ის. დღეს გაეწერა 5 პაციენტი.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული კოვიდ-დიაგნოზით 36 პაციენტი იმყოფება, მათგან ერთის მდგომარეონა მძიმეა.

მობილურ მრავალპროფილურ ჰოსპიტალში კი ამ დროისთვის 64 პაციენტი მკურნალობს, მათგან 61-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, 3-ის – მძიმე.

სულ პანდემიის დაწყების დროიდან აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების 4302 შემთხვევაა აღრიცხული, გარდაცვლილია 42 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2314.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S