
"მიიჩნევა, რომ არჩევნები საერთო ჯამში, თავისუფალი და სამართლიანი იყო, თუმცა ძალაუფლების მონოპოლია არ დარღვეულა"
02/11/2020 08:48:41 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის დირექტორ კორინა რებეგის შეფასებით, "მიიჩნევა, რომ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები საერთო ჯამში, თავისუფალი და სამართლიანი იყო, თუმცა ძალაუფლების მონოპოლია არ დარღვეულა", – განაცხადა ამის შესახებ განაცხადა.
"წინასწარი მონაცემები (ამომრჩეველთა ხმების პარალელური დათვლა და ეგზიტპოლები) "ქართული ოცნების" კიდევ ერთ გამარჯვებას ცხადყოფს. საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები საერთო ჯამში, თავისუფლად და სამართლიანად მიიჩნევა, თუმცა ძალაუფლების მონოპოლია არ დარღვეულა", – წერს რებეგი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და, საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლებმა რიგ დარღვევებზეც მიუთითეს:
„იყო ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლა. შევამჩნიეთ, რომ კოორდინატორები, პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები იყვნენ საარჩევნო უბნებთან, გარეთ, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა. ასევე იყო ბრალდებები, რომ სახელმწიფოსა და პარტიას შორის მკვეთრი გამიჯნვა არ იყო“.
იხილეთ ასევე: ცნობილია, რომელი პარტია რამდენი დეპუტატით შევა მომავალ პარლამენტში