
ცხინვალის რეგიონში კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობა 1054-მდე გაიზარდა
02/11/2020 09:23:15 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსზე 309 ტესტირება ჩატარდა და დადებითი შედეგი 137 შემთხვევაში გამოვლინდა.
“რესპუბლიკის” მთავარ ექიმ მარინა კოჩიევას განცხადებით, რუსეთთან დე ფაქტო საზღვრის გახსნის დღიდან (15 სექტემბრიდან) გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობამ 964-ს მიაღწია.
სულ კი პანდემიის დაწყების მომენტიდან 1054 ინფიცირებულია აღრიცხული. გარდაცვლილია 11 მოქალაქე.