Accentnews.ge
„ევროპული საქართველო“ პარლამენტში შესვლასა და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში შესვლასა და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

02/11/2020 10:02:35 საშინაო პოლიტიკა

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში შესვლასა და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები არ იყო თავისუფალი, სამართლიანი და არ ასახავს ხალხის ნებას.

„ვიმსჯელეთ და მივიღეთ ერთსულოვანი გადაწყვეტილება. „ევროპული საქართველო“ უარს აბობს, შევიდეს პარლამენტში, რომლის არჩევის ლეგიტიმურობასაც ჩვენ არ ვაღიარებთ, უარს ვამბობთ, მონაწილეობა მივიღოთ მეორე ტურში“, – განაცხადა ბაქრაძემ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ შედეგებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვით, „ქართული ოცნება“, დიდი ალბათობით, ხელისუფლებას კოალიციის გარეშე დააკომპლექტებს. პარტიების აზრით, რომ არა დარღვევები, „ქართული ოცნება“ უმრავლესობაში ვეღარ მოვიდოდა. პარტიების ნაწილი პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურებში მონაწილეობას არ აპირებს და რიგგარეშე არჩევნების გამართვას მოითხოვს. ისინი მორიგი საპროტესტო აქციის ჩატარებას 8 ნოემბერს გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და, საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლებმა რიგ დარღვევებზეც მიუთითეს:

„იყო ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები. შევამჩნიეთ, რომ კოორდინატორები, პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები იყვნენ საარჩევნო უბნებთან, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა. ასევე იყო ბრალდებები, რომ სახელმწიფოსა და პარტიას შორის მკვეთრი გამიჯნვა არ ხდებოდა“.

იხილეთ ასევე: ცნობილია, რომელი პარტია რამდენი დეპუტატით შევა მომავალ პარლამენტში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S