Accentnews.ge
“ლელო” პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

“ლელო” პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

02/11/2020 13:07:27 საშინაო პოლიტიკა

“ლელო” პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.

ამის შესახებ „ლელოს“ ერთ–ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩატარებულ არჩევნებს არ ვცნობთ ლეგიტიმურად, ის არის გაყალბებული, არა ასახავს ქართველი ხალხის ნებას, შესაბამისად, დღეს იმსჯელა „ლელოს“ პოლიტსაბჭომ და მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ლელო“ არ აპირებს შევიდეს ამ პარლამენტში, რადგან არ ვაპირებთ არალეგიტიმურად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმიზაციას. ვაგრძელებთ ბრძოლას, რომ საქართველოში ჩატარდეს ნამდვილად თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, რომლის შედეგები მართლაც ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება და ძალიან გვიხარია, რომ ოპოზიციური სპექტრი მთლიანად იზიარებს ამ გადაწყვეტილებას და ჩვენ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას, საპროტესტო აქციებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ჩვენს ქვეყანაში გაყალბებული არჩევნების ჩატარება და მივიღოთ ობიექტური, თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნები. ჩვენი მიზანია, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები, რომლის შედეგებიც არც ერთ კითხვის ნიშანს არ გამოიწვევს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ შედეგებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვით, „ქართული ოცნება“, დიდი ალბათობით, ხელისუფლებას კოალიციის გარეშე დააკომპლექტებს. პარტიების აზრით, რომ არა დარღვევები, „ქართული ოცნება“ უმრავლესობაში ვეღარ მოვიდოდა. პარტიების ნაწილი პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურებში მონაწილეობას არ აპირებს და რიგგარეშე არჩევნების გამართვას მოითხოვს. ისინი მორიგი საპროტესტო აქციის ჩატარებას 8 ნოემბერს გეგმავენ.

პარლამენტში შესვლაზე უარი უკვე თქვა პარტია "ევროპულმა საქართველომ".

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და, საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლებმა რიგ დარღვევებზეც მიუთითეს:

„იყო ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები. შევამჩნიეთ, რომ კოორდინატორები, პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები იყვნენ საარჩევნო უბნებთან, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა. ასევე იყო ბრალდებები, რომ სახელმწიფოსა და პარტიას შორის მკვეთრი გამიჯნვა არ ხდებოდა“.

იხილეთ ასევე: ცნობილია, რომელი პარტია რამდენი დეპუტატით შევა მომავალ პარლამენტში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S