
"გირჩი" პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს
02/11/2020 13:38:21 საშინაო პოლიტიკა
"გირჩი" პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.
ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთიანობა, ამიტომ იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც ხელი აქვთ მოწერილი ჩვენთან შეთანხმებაზე, უარს აცხადებენ პარლამენტში შესვლაზე და ბოიკოტს უცხადებენ, „გირჩიც“ უერთდება ამ ბოიკოტს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო პარტია "ლელომ". მათი ერთ–ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ისინი გააგრძელებენ ბრძოლას, რომ საქართველოში ჩატარდეს ლეგიტიმური არჩევნები.
დღესვე პარტია "ევროპულმა საქართველომ" განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ბოიკოტს უცხადებს და უარს აცხადებს შევიდეს მეათე მოწვევის პარლამენტში.