
"ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს
02/11/2020 14:04:30 საშინაო პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია“ მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. შესაბამისი განცხადება ბრიფინგზე პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ გააკეთა.
„მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, მსგავსად სხვა ოპოზიცირი პოლიტიკური პარტიებისა, არ შევიდეთ იქ, რასაც არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან, ანუ პარლამენტში, რომელსაც მხოლოდ ივანიშვილი ეძახის პარლამენტს. ჩვენი მოთხოვნა უცვლელია - ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში. „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ იღებს იმ გადაწყვეტილებას, რა ნებაცაა დღეს საზოგადოებაში, ყური ვუგდეთ საზოგადოებას და არ შევდივართ, არ ვიღებთ ივანიშვილის თამაშის წესებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.