
„ქართული მარში“ „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციას მართავს
02/11/2020 15:06:02 საშინაო პოლიტიკა
“ქართული მარში” “ქართული ოცნების” ოფისთან აქციას მართავს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, მთავარი მოთხოვნა არჩევნების ხელახლა ჩატარებაა.
“უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება. ამათ არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ ხმები წაგვართვან" – განაცხადა ბრეგაძემ.
“ქართული მარშის” წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ რამდენიმე დღეში პორტესტის უკიდურეს ფორმას მიმართონ და დაიწყონ შიმშილობა მთავრობის კანცელარიასთან.