ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის რამდენიმე წარმომადგენელი დააკავეს
02/11/2020 15:25:38 სამართალი
ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის რამდენიმე წარმომადგენელი დააკავეს. აღნიშნული მას შემდეგ მოხდა, რაც აქტივისტებმა კომისიის სხდომაზე დასწრების მიზნით შენობაში შესვლა სცადეს.
„აქ მიმდინარეობს საოლქო კომისიის სხდომა. საბურთალოს საოლქო კომისია ჩვენს წარმომადგენელს არ აძლევს საშუალებას, ჩვენს მიერ დაწერილი საჩივრების განხილვას დაესწროს. კარები აქვთ ჩაკეტილი, საოლქოს თავმჯდომარე ტელეფონს არ პასუხობს“, – აცხადებენ „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები.
ამ დროისთვის ადგილზე კვლავ დაძაბული ვითარებაა.


