Accentnews.ge
კრამერი: "ერთპარტიული ქვეყანა დემოკრატიასთან არ ასოცირდება"

კრამერი: "ერთპარტიული ქვეყანა დემოკრატიასთან არ ასოცირდება"

02/11/2020 18:46:51 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე დევიდ კრამერი​ საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს აფასებს და აცხადებს, რომ როგორც წესი, ერთპარტიული სახელმწიფო დემოკრატიასთან არ ასოცირდება.

"არ ვფიქრობ, რომ ეს კარგი იქნება ქვეყნისთვის და დასავლეთში მისი იმიჯისთვის. როგორც წესი, ერთპარტიული სახელმწიფო დემოკრატიასთან არ ასოცირდება. თუ ოპოზიციის მიზანი ამ იმიჯის შექმნაა, ეს ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება. იმედია, ოპოზიცია და "ქართული ოცნება" მოძებნიან გამოსავალს, რათა დარწმუნებულები იყვნენ, რომ ქვეყანა დემოკრატიის გზაზე რჩება. ეს ორივე მხრიდან გარკვეულ კომპრომისს მოითხოვს", - განაცხადა კრამერმა ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტთან საუბრისას.

ცნობისთვის: საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლებმა რიგ დარღვევებზეც მიუთითეს:

„იყო ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები. შევამჩნიეთ, რომ კოორდინატორები, პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები იყვნენ საარჩევნო უბნებთან, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა. ასევე იყო ბრალდებები, რომ სახელმწიფოსა და პარტიას შორის მკვეთრი გამიჯნვა არ ხდებოდა“.

2 ნოემბრის მდგომარეობით, საარჩევნო ბარიერგადალახულმა შვიდმა პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე, ცსკ–ის შედეგები კი არალეგიტიმურად გამოაცხადა.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, უნდა მოხდეს საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება და დაინიშნოს ახალი არჩევნები.

აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი.

იხილეთ ასევე: ცნობილია, რომელი პარტია რამდენი დეპუტატით შევა მომავალ პარლამენტში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S