
პრემიერმა დღეს პარლამენტში მისვლა გადაიფიქრა
27/06/2019 07:45:21 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აღარ გამოვა. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„არსებულ ვითარებაში შეუძლებელი იქნება სამთავრობო პროგრამის სათანადო განხილვის ჩატარება. ჩვენი სურვილია, რომ ოპოზიციამაც სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ამ ანგარიშის განხილვაში“, - განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ახალი თარიღის განსაზღვრის მიზნით კონსულტაცია გაიმართება.
"სრული პოლიტიკური ბუტაფორია, რომელიც აქციის დარბევის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე საზოგადოებას არწმუნებდა, რომ მისი პოლიტიკური გუნდის ხელწერა არ იყო რეზინის ტყვიები და მისმა მინისტრმა გახარიამ რამდენიმე წუთში რეზინის, პლასტმასის და ცხოველის საწინააღმდეგო ტყვიები დაუშინა აქციის მონაწილეებს, ჟურნალისტებს, დევნიდა და დასდევდა მათ ქუჩაში. ამ სიტუაციაში, როგორც ჩანს, ბახტაძე თავად იმასაც ვერ წყვეტს პარლამენტში გამოცხადდეს თუ არა. ერთი რამ, რაც მას ევალება ცხადია, ეს არის საზოგადოების ერთსულოვანი მოთხოვნის შესრულება - გადააყენოს გახარია ან თავად დატოვოს თანამდებობა თუკი მას ამის უფლებას არ აძლევენ“,-განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ ინფორმაციის საპასუხოდ.