Accentnews.ge
ყარაბაღი: კონფლიქტის გამწვავების მომენტიდან რეგიონში 1200-მდე სამხედრო დაიღუპა

ყარაბაღი: კონფლიქტის გამწვავების მომენტიდან რეგიონში 1200-მდე სამხედრო დაიღუპა

02/11/2020 23:21:20 კავკასია

კონფლიქტის განწვავების მომენტიდან თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის არმიის ადამიანური დანაკარგები 1200-ს მიუახლოვდა, - იუწყება ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლება.

მისივე ცნობით, 2 ნოემბერს კონფლიქტის ზონაში 20 თურქი დაქირავებული მებრძოლი მოკლეს. სომხეთის პრემიერი ფაშინიანი ბაქოს მიმართ საერთაშორისო გამოძიების ჩატარების მოწოდებით გამოვიდა.

ადრე ანკარამ და ბაქომ უარყვეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყარაბაღში აზერბაიჯანის მხარეს თურქეთიდან ჩასული დაქირავებული მებრძოლები იბრძვიან.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დღეს სომხეთი აზერბაიჯანის ტერიტორიისთვის ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა. პრეზიდენტმა ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო მზადაა, შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები, თუ ერევანი აიღებს ვალდებულებას, ყარაბაღიდან ჯარები გაიყვანოს.

ოქტომბრის ბოლოს აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე შეთახმდნენ, რომ მხარეთა შეიარაღებული ძალები არ განახორციელებდნენ გამიზნულ დარტყმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე ან არასამხედრო ობიექტებზე და გაცვლიდნენ ტყვეებს.

სექტემბრის ბოლოს მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავების დროიდან ბაქო და ერევანი ჰუმანიტარულ დაზავებაზე არაერთგზის შეთანხმდნენ, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ყოველ ჯერზე ირღვეოდა. მხარეები ამაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S