Accentnews.ge
მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაშია

მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაშია

03/11/2020 08:53:18 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაში იმყოფება.

როგორც განთლების სამინისტროში აცხადებენ, კორონავირუსი მინისტრის ოჯახის წევრს დაუდასტურდა.

„მინისტრს არ აღენიშნება კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და თავს კარგად გრძნობს. მიხეილ ჩხენკელი საქმიანობას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 44 522 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 28 633 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 362 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S