Accentnews.ge
პროკურატურამ ნიკა მელიასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა

პროკურატურამ ნიკა მელიასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა

03/11/2020 09:00:51 სამართალი

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მიმართა.

როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, სასამართლო პროცესი 17:00 საათისთვის არის ჩანიშნული.

ცნობისთვის: ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ამ ხნის განმავლობაში ელექტრონული სამაჯური ეკეთა, რომელიც 1 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე დემონსტრაციულად მოიხსნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S