დღეს ქუთაისის სკოლების პედაგოგთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა

29-10-2020 20:58:22 თავდაცვა ,რეკლამა

ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის "მწვანე სცენაზე" ქუთაისის სკოლების პედაგოგთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაცის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"ქუთაისის მერიამ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დამსახურებული პედაგოგები ელენე კოხრეიძე და ეკა მურუსიძე - სამკერდე ნიშნით "ამაგდარი" , ხოლო პედაგოგები ბესიკ მაჩიტაძე და ზინა ბუბუტეიშვილი წარმატებული და ნაყოფიერი მუშაობისათვის სიგელებით დააჯილდოვა. პედაგოგებს ფულადი ჯილდოც გადაეცათ. დასაჯილდოებელ პედაგოგთა კანდიდატებს, დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, სკოლის ხელმძღვანელობა წარადგენს. პედაგოგი ეკა მურუსიძე საქართველოს ახალგაზრდა და ამაგდარ პედაგოგთა ასოციაციის წარდგინებით დაჯილდოვდა. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული ღონისძიება ტრადიციულ ხასიათს ატარებს. იგი ყოველწლიურად მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით ტარდება", – ნათქვამია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები