Accentnews.ge
პროკურატურა მელიასთვის 100 000-ლარიან გირაოს და ქვეყნიდან გასვლის აკრძალავს ითხოვს

პროკურატურა მელიასთვის 100 000-ლარიან გირაოს და ქვეყნიდან გასვლის აკრძალავს ითხოვს

03/11/2020 10:02:54 სამართალი

საქართველოს გენერალური პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიასთვის 100 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას და საზღვრის გადაკვეთაზე შეზღუდვის დაწესებას ითხოვს.

საგამოძიებო უწყებამ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

სასამართლო პროცესი 17:00 საათისთვის არის ჩანიშნული.

ცნობისთვის: ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ამ ხნის განმავლობაში ელექტრონული სამაჯური ეკეთა, რომელიც 1 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე დემონსტრაციულად მოიხსნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S