
ლაშა ნაცვლიშვილი: "ბურჯანაძემ, ბოკერიამ და უგულავამ უარი თქვეს მანდატებზე, რომელიც არ მიუღიათ"
03/11/2020 10:13:39 საშინაო პოლიტიკა
"ბურჯანაძემ, ბოკერიამ და უგულავამ უარი თქვეს მანდატებზე, რომლებიც არ მიუღიათ", – ირწმუნება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი.
"აბა, გამოიცანით, რა აქვთ საერთო ნინო ბურჯანაძეს და ბოკერია-უგულავას წყვილს? რა და, სამივემ უარი თქვა მანდატზე... რომელიც არ მიუღიათ. ნინომ გამოიყენა ისტორიული შანსი და 1%-იანი ბარიერიც ვერ გადალახა, ხოლო "ევრონაცების" 3,78%-ით, პარლამენტის წევრები ხდებოდნენ პარტიიდან გასაქცევად გამზადებული ხოშტარია, აჭარელი აქტივისტი ნაკაიძე და ორი "ექს-ოცნება": შავგულიძე და ახვლედიანი", – წერს ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.