პირი, რომელიც არჩევნების დღეს ჟურნალისტს თავს დაესხა, დააკავეს
03/11/2020 17:00:00 სამართალი
პირი, რომელიც არჩევნების დღეს გამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტს თავს დაესხა, დაკავებულია.
ჟურნალისტს 31 ოქტომბერს გლდანის მე–7 საარჩევნო უბანზე დაესხნენ თავს.
გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანებისა (სსკ–ის187-ე მუხლი) და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის (სსკ–ის154-ე მუხლი) მუხლებით მიმდინარეობს.


