Accentnews.ge
გაირიცხებიან თუ არა პარტიიდან "ურჩი დეპუტატები": მდინარაძის კომენტარი

გაირიცხებიან თუ არა პარტიიდან "ურჩი დეპუტატები": მდინარაძის კომენტარი

27/06/2019 08:18:28 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

"ქართული ოცნების" ერთ–ერთ ლიდერ მამუკა მდინარაძის განცხადებით, არ ყოფილა მსჯელობა პარტიიდან იმ დეპუტატების გარიცხვაზე, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებას.  

"დღეს რომ ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა იყოს, დღესვე იქნებოდნენ გარიცხულები, თუმცა ჩვენ ასეი მიდგომა არ გვაქვს. თავისუფალი მანდატის მქონე დეპუტატი სარგებლოს თავსიუფლებით თავის გადაწყვეტილებაში. გარიცხვაზე არ გვისაუბრია",– ირწმუნება მდინარაძე.

ცნობისთვის: პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთ ლიდერ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა.  მმართველი გუნდის რამდენიმე წევრმა კოლეგების გადაწყვეტილება არ გაიზიარა.

შესაბამისი გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ცოტა ხნის წინ პლენალურ სხდომაზე მიიღეს. გადაწყვეტილებას 91 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი არც ერთი წასულა. ხოლო სამმა დეპუტატმა – მირიან წიკლაურმა, ბექა ოდიშარიამ და რომან კაკულიამ თავი შეიკავეს.

გუშინ გენპროკურატურამ პარლამენტს დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრების მოთხოვნით მიმართა. უწყება ნიკა მელიას 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. 

პროკურატურის ინფორმაციით, “აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით”. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S