Accentnews.ge
ავარიას 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა – დაკავებულია პოლიციელი

ავარიას 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა – დაკავებულია პოლიციელი

03/11/2020 22:51:39 სამართალი

გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში ავტოავარიას 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა, 9 წლის ბავშვი კი, რომელიც მოპედის მგზავრი იყო, დაშავდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ აღნიშნულ ფაქტზე კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი რ.მ. დააკავეს.

როგორც პროკურატურა აღნიშნავს, ბრალდებული საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

"გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, დაინიშნა სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, მათ შორის - დაკავებული პირის სიმთვრალე-სიფხიზლის დადგენის მიზნით",– აცხადებენ პროკურატურაში.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S