Accentnews.ge
შსს:"ევროპოლთან თანამშრომლობით, კრიმინალურ ქსელ QQAAZZ-ის 20 წევრია დაკავებული"

შსს:"ევროპოლთან თანამშრომლობით, კრიმინალურ ქსელ QQAAZZ-ის 20 წევრია დაკავებული"

04/11/2020 11:32:22 სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროპოლისა და ქართველი სამართალდამცველების თანამშრომლობით, კრიმინალურ ქსელ QQAAZZ-ის 20 წევრია დაკავებული.

"ევროპოლის მიერ კოორდინირებული საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად უპრეცედენტო საერთაშორისო საპოლიციო ოპერაცია - 2BaGoldMule ჩატარდა. მასში ჩართული იყო 16 ქვეყნის სამართალდამცავი უწყება. დაკავებულ იქნა კრიმინალურ ქსელ QQAAZZ-ის 20 წევრი, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი კიბერდამნაშავეების დავალებით ათობით მილიონი ევროს გათეთრებას ცდილობდნენ. ოპერაციას წინ უძღოდა პორტუგალიის, აშშ-ისა და ესპანეთის პოლიციის, ასევე გაერთიანებული სამეფოს, საქართველოს, ლატვიის, ბულგარეთის, იტალიის, გერმანიის, შვეიცარიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ავსტრალიის, შვედეთის, ავსტრიისა და ბელგიის სამართალდამცავი უწყებების კომპლექსური გამოძიება ევროპოლის კოორდინაციით. გამოძიებაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის "სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი" და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო. დადგინდა, რომ QQAAZZ-ის ქსელს, რომლის წევრები ლატვიიდან, საქართველოდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან და ბელგიიდან იყვნენ, მსოფლიოს მასშტაბით ასობით კორპორატიული და პირადი საბანკო ანგარიში ჰქონდა გახსნილი, სადაც ირიცხებოდა კიბერკრიმინალების მიერ მსხვერპლთა ანგარიშებიდან მოპარული თანხა. შემდეგ აღნიშნული თანხები ირიცხებოდა QQAAZZ-ის კონტროლირებად ანგარიშებზე და ხშირად ხდებოდა თანხების კონვერტაცია კრიპტოვალუტაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. უწყება ევროპოლის, ინტერპოლისა და სხვადასხვა ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში კვლავ აქტიურად აგრძელებს სხვადასხვა სახის ოპერატიული დახმარების აღმოჩენას" - ნათქვამია სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S