Accentnews.ge
ცხინვალის რეგიონში კოვიდ-ინფიცირების 63 ახალი შემთხვევაა

ცხინვალის რეგიონში კოვიდ-ინფიცირების 63 ახალი შემთხვევაა

04/11/2020 17:48:01 კონფლიქტები

ცხინვალს ოკუპირებულ რეგიონში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე 167 ტესტირება ჩატარდა და დადებითი შედეგი 63 შემთხვევაში გამოვლინდა.

მთავარი სანიტარული ექიმის - მარინა კოჩიევას ინფორმაციით, სულ სამედიცინო დაწესებულებებში ამ დროისთვის 231 პაციენტი მკურნალობს, მათგან ბავშვთა კლინიკაში – 149, ინფექციურში – 44, რაიონულ საავადმყოფოებში – 38.

მისივე თქმით, დღეს კლიკებიდან სულ 11 ადამიანი გაეწერა, სულ კი სექტემბრის შუა რიცხვებიდან 83 პაციენტია გამოჯანმრთელებული.

ახალგორის რაიონში კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობა 20-მდეა გაზრდილი, ინფიცირებულთაგან ერთი ადგილობრივი საავადმყოფოს მედიკოსია.

ამასთან, ჯანდაცვის დე ფაქტო მინისტრმა გიორგი ტოტჩიევმა გააკეთა განცხადება პირველადი საჭიროების მთელი რიგი სამედიცინო პრეპარატების დეფიციტის თაობაზე და აღნიშნა, რომ “მედიკამენტების ცალკეული სახეობების მარაგი ილევა”.

დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა კი, რომელმაც კოვიდ-ინფექცია ცოტა ხნის წინ თავადაც გადაიტანა, რუსეთს ხელოვნური სუნთქვის აპარატებისთვის ჟანგბადის მიწოდების თხოვნით მიმართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S