Accentnews.ge
გაერო-ს განვითარების პროგრამამ აფხაზეთს ჰუმანიტარული სამედიცინო დახმარების მორიგი პარტია მიაწოდა

გაერო-ს განვითარების პროგრამამ აფხაზეთს ჰუმანიტარული სამედიცინო დახმარების მორიგი პარტია მიაწოდა

04/11/2020 18:04:55 კონფლიქტები

გაერო-ს განვითარების პროგრამა კოვიდ-ინფექციასთან საბრძოლველად ოკუპირებული აფხაზეთის დახმარებას განაგრძობს. მორიგი პარტიის ფარგლებში აფხაზეთს დიზელის გენერატორი და ხელოვნური სუნთქვის ორი აპარატი მიეწოდა.

დახმარება ოკუპირებულ რეგიონს პროექტ “ჰორიზონტის” ფარგლებში გაეწია, რომელსაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.

საერთაშორისო დახმარების მორიგ პარტიას სოხუმში 5 ნოემბერს ელიან. ამჯერად ოკუპირებულ რეგიონში ჩაიტანენ 6 ათასზე მეტ ცალ №95 ნიღაბს კოვიდ-ინფიცირებულ პაციენტებთან მომუშავე მედიკოსებისთვის და 5 ინფრაწითელ თერმომეტრს.

დახმარების ბოლო ორი – რიგით მე-7 და მე-8 მიწოდების ჯამური ღირებულება 48 550 აშშ დოლარს შეადგენს.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კოვიდ-ინფექციაზე 402 ტესტირება ჩატარდა და დადებითი შედეგი 79 შემთხვევაში გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ ორი პაციენტი.

დღეის მდგომარეობით, აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების სულ 4505 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 47 – ლეტალური შედეგით. გუდაუთის კოვიდ-ცენტრში ამ დროისთვის 124 ინფიცირებული მკურნალობს, ამასწინათ სოხუმში გაშლილ რუსულ მობილურ სამხედრო ჰოსპიტალში - 65.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S