Accentnews.ge
საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან გამართულ აქციებზე ამ დროისთვის 9 პირია დაკავებული

საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან გამართულ აქციებზე ამ დროისთვის 9 პირია დაკავებული

04/11/2020 19:42:34 სამართალი

საქართველოს მასშტაბით საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან გამართულ აქციებზე ამ დროისთვის 9 პირია დაკავებული.

როგორც "აქცენტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თბილისში, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან - 3, ხოლო ისანში, მეხუთე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან 6 დემონსტრანტი დააკავეს.

ყველა მათგანი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე, - განმარტავენ უწყებაში.​

ცნობისთვის: ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით შვიდი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს: ოპოზიციონერი ლიდერები საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან შეიკრიბნენ თბილისის მასშტაბით – გლდანში, საბურთალოზე, სამგორში, ისანში, ხოლო რეგიონების მასშტაბით – ბოლნისში, ბათუმში და წყალტუბოში.

კომისიის წევრებმა სწორედ დღეს უნდა განიხილონ შესაბამის უბნებზე დაწერილი საჩივრები. ოპოზიციონერი ლიდერები საჩივრების განხილვის პროცესზე დასწრებას ითხოვენ. თუმცა მათ ამის საშუალებას სამართალდამცველები არ აძლევენ. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა ბათუმსა და თბილისში. ინციდენტის დროს აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა.

შეგახსენებთ, რომ სრულიად ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S