
ოპოზიცია "გავრილოვის სიაზე" მუშაობას იწყებს
27/06/2019 09:24:30 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილების საპასუხოდ “გავრილოვის სიაზე” მუშაობას იწყებს. როგორც განიმარტა, ამ სიაში მოხვდება ყველა ის დეპუტატი, რომელმაც "პოლიტიკურ დევნას მწვანე შუქი აუნთო" და ნიკა მელიას დაკავებას ხმა მისცა.
„ჩვენ დავიწყებთ მუშაობას როგორც ევროპარლამენტთან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესთან, იმისთვის, როგორც ეს ხდება არადემოკრატიული ქვეყნების შემთხვევაში, მაგალითად, არსებობს მაგნიტსკის აქტი. ამისი მსგავსი გავრილოვის სიის დამფარავი აქტი იქნას მიღებული, დემოკრატიული ქვეყნების შესაბამისი ქვეყნების შესაბამისი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ. ეს გულისხმობს იმას, რომ საბოლოოდ, ვინც სანქციების სიაში მოხვდება, მათ მიმართ შეიძლება იყოს გამოყენებული როგორც ფინანსური შეზღუდვები, ასევე შეზღუდვები გადაადგილებაზე და რა თქმა უნდა… გავრილოვის სიაში შევა ივანიშვილი, გახარია ჩუბინიძე. ჩემი აზრით, ასევე უნდა შევიდეს ირაკლი კობახიძე და ასევე, მელიასთვის იმუნიტეტის ჩამორთმევას ვინც დაუჭერს მხარს, ჩემი აზრით, ყველა უნდა შევიდეს“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მმართველნ გუნდში გადაწყვეტილებას არასერიოზულად აღიქვამენ.
"გარწმუნებთ, სასაცილოდ არ ეყოფათ [ევროპარლამენტარებს] მათი მარაზმატული პიარი",– აცხადებს მამუკა მდინარაძე.