Accentnews.ge
ქვემო ქართლში 4 კგ-მდე ნარკოტიკი ამოიღეს

ქვემო ქართლში 4 კგ-მდე ნარკოტიკი ამოიღეს

05/11/2020 05:30:39 სამართალი

სამართალდამცველებმა ქვემო ქართლში 33 წლის პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

როგორც შსს იუწყება, სამართალდამცველებმა ბრალდებული გარდაბანი-რუსთავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს და ჩხრეკისას ოთხ შეკვრად დაფასოებული, 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ერთ კილოგრამამდე „ჰეროინს“ შეიცავს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S