Accentnews.ge
ისანში დაკავებული აქტივისტების საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ისანში დაკავებული აქტივისტების საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

05/11/2020 06:21:21 სამართალი

4 ნოემბერს ისანში, საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებული შვიდი აქტივისტის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე საქალაქო სასამართლო დღეს, 5 ნოემბერს იმსჯელებს.

აქტივისტების გარდა, სამართალდამცველებმა ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრი და დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კაპანაძეც დააკავეს, რომელიც დაპირისპირების დროს შეუძლოდ გახდა. თუმცა მოგვიანებით ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ 4 ნოემბერს საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ცხელი კერა იყო: ოპოზიციონერი ლიდერები და მათი მხარდამჭერები საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრებას და საჩივრების განხილვებში მონაწილეობას ითხოვდნენ. სხდომებიდან ოპოზიციის დამკვირვებლები გამოაძევეს. დღის ბოლოს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანოზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი საჩივრები კომისიებმა განუხილველი დატოვეს, ან განიხილეს და არ დააკმაყოფილეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S