Accentnews.ge
აზერბაიჯანიდან 16 730 ლიტრზე მეტი ოდენობის არადეკლარირებული დიზელის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა

აზერბაიჯანიდან 16 730 ლიტრზე მეტი ოდენობის არადეკლარირებული დიზელის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა

05/11/2020 06:29:43 სამართალი

ბოლო ერთი თვის მონაცემებით, აზერბაიჯანიდან 16 730 ლიტრზე მეტი ოდენობის დიზელის არადეკლარირებული საწვავის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა,– იუწყება შემოსავლების სამსახური.

უწყების ცნობით, აღურიცხავი პროდუქციის შემოტანა ძირითადად სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიერ, კუსტარულად მოწყობილი საწვავის ავზებით ხორციელდება, მებაჟე ოფიცრებმა კი ავტომანქანები „წითელ ხიდზე“ ეჭვის საფუძველზე დაათვალიერეს და პროდუქციაც აღმოაჩინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს სამართალდარღვევას და სანქციის სახით ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S