Accentnews.ge
გლდანში მკვლელობის მცდელობისთვის ორი პირი დააკავეს

გლდანში მკვლელობის მცდელობისთვის ორი პირი დააკავეს

05/11/2020 08:19:09 სამართალი

სამართალდამცველებმა თბილისში, გლდანში მკვლელობის მცდელობისთვის ორი პირი დააკავეს.

როგორც შსს იუწყება, მხარეებს შორის ინციდენტი მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მოხდა და დაპირისპირებაში ცეცხლსასროლი იარაღიც ფიგურირებდა.

გამოძიების ვერსიით, ზ.მ.-მ გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე, მეგობართან – ბრალდებულ ი.ნ.-სთან ერთად მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტის ნიადაგზე თავისი ნათესავის – 1984 წელს დაბადებული ი.მ.-ისა და მისი მეგობრის – 1985 წელს დაბადებული ვ.ა.-ს მიმართულებით იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.

სროლის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ავტომობილი დაზიანდა.

"ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, თუმცა პოლიციამ ორივე პირი მომხდარიდან მალევე – რამდენიმე საათში თბილისში დააკავა. სამართალდამცველებმა ზ.მ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს“,– აცხადებენ შსს–ში.

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S