Accentnews.ge
"პატრიოტთა ალიანსმა" გეგმები შეცვალა

"პატრიოტთა ალიანსმა" გეგმები შეცვალა

05/11/2020 09:06:03 საშინაო პოლიტიკა

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" განცხადებით, პარტია საპროტესტო აქციებს 7 ნოემბრის ნაცვლად, 9 ნოემბრიდან დაიწყებს.

როგორც "ალიანსის" ერთ–ერთმა ლიდერმა გიორგი ლომიამ განაცხადა, პირველი აქცია 9 ნოემბერს, 17:00სთ–ზე ქუთაისში გაიმართება.

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ბრძოლას აგრძელებს და ვინაიდან მან ქუჩაში გადაინაცვლა, ბუნებრივია, ჩვენც გამოვდივართ და ვიკავებთ ქუჩას. აქციებს ვიწყებთ ქუთაისიდან. აქციები მიიღებს პერმანენტულ ხასიათს და სხვადასხვა რეგიონში ერთკვირიანი ან 10-დღიანი შუალედით ჩატარდება“, – განაცხადა ლომიამ.

ცნობისთვის: "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" პირველ აქციას 7 ნოემბერს, 17:00 საათზე თბილისში, თავისუფლების მოედანზე გეგმავდა.

საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, თუმცა დამკვირვებლებმა რიგ დარღვევებზეც მიუთითეს:

„იყო ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები. შევამჩნიეთ, რომ კოორდინატორები, პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები იყვნენ საარჩევნო უბნებთან, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა. ასევე იყო ბრალდებები, რომ სახელმწიფოსა და პარტიას შორის მკვეთრი გამიჯნვა არ ხდებოდა“.

საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S