
ცხინვალის რეგიონში კოვიდ-ინფიცირების 68 ახალი შემთხვევაა
05/11/2020 11:17:32 კონფლიქტები
გასული დღე-ღამის განმავლობაში ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ-ინფექციაზე 183 ტესტირება ჩატარდა და დადებითი შედეგი 68 შემთხვევაში გამოვლინდა.
მთავარ სანიტარულ ექიმ მარინა კოჩიევას ინფორმაციით, ამ დროისთვის ცხინვალის საავადმყოფოში 200 ინფიცირებული მკურნალობს, რაიონულ სამედიცინო დაწესებულებებში - 36. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საავადმყოფოებიდან 9 პაციენტი გაწერეს. მედიკოსების აღრიცხვაზე რჩება 1027 ინფიციფრებული.
სულ პანდემიის განმავლობაში ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ-ინფექციით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა 14-მდეა გაზრდილი.