
ქეთი დოლიძე: "მეზიზღება ეს ხალხი!"
27/06/2019 10:25:04 ციტატა
“ეს უაზრო "ლაიქები", ზოგიერთი ვითომ "ბომონდის" წარმომადგენლების, რომელთაც თავი ქუდში აქვთ და ბევრს უცხოური პასპორტიც... ზოგი რუსეთში ცხოვრობს, რუსული პასპორტით და იქედან აგინებს რუსეთს, გაუთვლელი, ეპატაჟური სისულელე და "ვაი პატრიოტიზმი"!!!! მეზიზღება ეს ხალხი! ყველა, ვინც დღეს მიტინგზე გამოდის - მოღალატეა!!!!“
წერს რეჟისორი და "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი ქეთი დოლიძე.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე მასშტაბური სამოქალაქო პროტესტი 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრის, მართლმადიდებელი კომუნისტის სერგეი გავრილოვის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში სტუმრობას და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოთავსებას მოჰყვა. გავრილოვი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებს დამოუკიდებლობას აღიარებს. არტისაოკუპაციო აქციის "სირცხვილია!" მონაწილეები თავდაპირველად ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებასა და ზაქარია ქუცნაშვილისთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევას მოითხოვდნენ, ხოლო მას შემდეგ, რაც 20–21 ივნისს მომიტინგეები სპეციალური დანიშნულების რაზმმა წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაშალა და ამისთვის სპეციალური საშუალებებიც გამოიყენა, მთავარ მოთხოვნად შს მინისტრის გადადგომა და პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება იქცა. რეზინის ტყვიების დამიზნებით სროლის შედეგად ცალი თვალი დაკარგა ორმა ახალგაზრდამ. დარბევის დროს დაშავდა 200-ზე მეტი მშვიდობიანი დემონსტრანტი, დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი. ერთ–ერთი დაშავებული ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა.
რუსთაველზე საპროტესტო აქციები გრძელდება. დღეს დემონსტრანტები მსვლელობას "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანივილის სახლის მიმართულებით მოაწყობენ.
შეგიძიათ, ასევე იხილოთ: ბუღაძე:"გამყიდველო, მართლაც წითელო ინტელიგენციავ!"
კალატოზიშვილი: "მართლა თავს იტყუებთ?"