Accentnews.ge
სოხუმში ამოწმებენ ინფორმაციას აფხაზი “ჩინოსნის” მიერ რუსი ექიმის გაუპატიურების მცდელობის თაობაზე

სოხუმში ამოწმებენ ინფორმაციას აფხაზი “ჩინოსნის” მიერ რუსი ექიმის გაუპატიურების მცდელობის თაობაზე

05/11/2020 15:49:00 კონფლიქტები

აფხაზური Telegram-არხი «Апельсин» იუწყება, რომ გუდაუთის რაიონის დე ფაქტო ადმნისტრაციის უფროსის მოადგილემ თემურ ვოზბამ რუსი ექიმის გაუპატიურება სცადა.

«ახალგაზრდა ქალმა, რომელმაც ნასვამი ჩინოსნისგან სასწაულებრივად დაიხსნა თავი და გაექცა, რუსეთის საელჩოს მომართა. ამჟამად მიმდინარეობს ეჭვმიტანილის ძებნა», – ნათქვამია Telegram-არხის ინფორმაციაში.

თავის მხრივ რუსული ТАСС-ი წერს, რომ სოხუმში რუსეთის ე.წ. საელჩო და აფხაზეთის დე ფაქტო სამართალდამცველი ორგანოები ამ ინფორმაციის სანდოობას ამოწმებენ.

«გაუპატიურების მცდელობის შესახებ ცნობაში გადმოცემული ფაქტების სანდოობას ვამოწმებთ. შედეგების შესახებ გაცნობებთ», – განაცხადა რუსეთის ე.წ. საელჩოს პრეს-სპიკერმა დენის ლავრიკოვმა.

მისივე თქმით, საუბარია ეკატერინბურგელ ექიმთან დაკავშირებულ ინციდენტზე. ახალგაზრდა ქალი ოკუპირებულ რეგიონში მოსკოველ და კალინინგრადელ მედიკოსებთან ერთად, გუდაუთის კოვიდ-ჰოსპიტალში აფხაზი კოლეგების დასახმარებლად ჩავიდა.

როგორც ТАСС-ს აფხაზურ დე ფაქტო პროკურატურაში განუცხადეს, ფაქტზე “უწყებაში” მოკვლევაა დაწყებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S