ზვიად კუპრავა გაათავისუფლეს
05/11/2020 19:19:23 სამართალი
"სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა გათავისუფლებულია. მან შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
როგორც კუპრავამ აღნიშნა, იგი საპროტესტო აქციის მონაწილეებს კვლავ შეუერთდება.
"ეს ბრძოლა არ გაჩერდება. ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე. რამდენს დაგვიჭერენ?!", - განაცხადა კუპრავამ.
ზვიად კუპრავა სამართალდამცველებმა ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიასთან დააკავეს. იგი მოქალაქეებთან ერთად არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდა და შედეგების ხელახლა გადათვლას ითხოვდა.


