Accentnews.ge
გიორგი კახიანი: “ჩემთვის ყველაზე მძიმეა, როცა პოლიტიკოსები პოლიციელს შეურაცხყოფას აყენებენ”

გიორგი კახიანი: “ჩემთვის ყველაზე მძიმეა, როცა პოლიტიკოსები პოლიციელს შეურაცხყოფას აყენებენ”

06/11/2020 07:17:00 საშინაო პოლიტიკა

„ჩემთვის ყველაზე მძიმეა, როცა პოლიტიკოსები შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელს და ცდილობენ პოლიციის დისკრედიტაციას“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გიორგი კახიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

„მძიმეა, როდესაც ვერ აცნობიერებს, ამით რა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ახორციელებს. ან შეიძლება, აცნობიერებს კიდეც და უბრალოდ ეს შედეგი უნდათ. პოლიციის დისკრედიტაცია რას ნიშნავს?პოლიცია არის ის ინსტიტუცია, სამართალდამცავი სისტემა, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ უსაფრთხოებაზე ზრუნავს. მათი დისკრედიტაციის შემთხვევაში ეს მოიშლება. როდესაც ამას ცდილობს პოლიტიკოსი, ეს არის ჩემთვის ყველაზე მძიმე. ამას პოლიტიკური პასუხისმგებლობა მოჰყვება საზოგადოების მხრიდან და მოჰყვა კიდეც, სწორედ იმიტომაც არის, რომ ძირითადად 2%-იან პარტიებს ვხედავთ“, -განაცხადა გიორგი კახიანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S