Accentnews.ge
ივანიშვილის რეზიდენციასთან შესაძლო სროლის საქმეზე გამოძიება დაიწყო

ივანიშვილის რეზიდენციასთან შესაძლო სროლის საქმეზე გამოძიება დაიწყო

06/11/2020 11:47:41 სამართალი

მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან შესაძლო სროლის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

კერძოდ, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ რეზიდენციასთან მყოფი აქციის მონაწილეების განცხადებით, სროლის ხმა დაახლოებით ხუთჯერ გაისმა.

"ვიღაცამ გაისროლა. ალბათ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო. ამოიარა მანქანით. ვერ დავინახეთ, თუმცა ამ ყველაფრის დაფიქსირების საშუალება აქვს კამერას, რომელიც იქ ყოველ ნაბიჯზეა. დაახლოებით 5-ჯერ გაისროლა ვიღაცამ აქ მყოფი დემონსტრანტების დასაშინებლად", - განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ.

ცნობისთვის: დღეს ოპოზიციის მხარდამჭერებმა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ივანიშვილის რეზიდენციასთანაც გაპროტესტეს.

საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. ოპოზიცია თბილისში 8 ნოემბერს მასშტაბური აქციის გამართვას გეგმავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S