„ისე ითაღლითა მოსკოვში ნავარჯიშებმა  ივანიშვილმა, ლოკალური გადაწყვეტილებებით გამოსწორების შანსი არაა“

06-11-2020 16:41:53 ციტატა

„დემოკრატიული საქართველოს“ თავმდჯომარის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, „ისე ითაღლითა მოსკოვში ნავარჯიშებმა ივანიშვილმა, ლოკალური გადაწყვეტილებებით გამოსწორების შანსი არაა“

„ამ არჩევნებზე გაყალბებას ისეთი მასშტაბი მიეცა, ისე ითაღლითა 1990–იან წლებში მოსკოვში თაღლითობაში ნავარჯიშებმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა [მმართველი პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა და ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა - რედ.], ისეთი საცეცებით წარმართა ბატონმა კობახიძემ [„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი – რედ.] საარჩევნო შტაბის მუშაობა, რომ ამის ლოკალური გადაწყვეტილებებით გამოსწორების შანსს ვერ ვხედავ“ - განაცხადა ბურჯანაძემ „ტვ პირველის“ ეთერში საარჩევნო პროცესის შეფასებისა და ხელახალი არჩევნების აუცილებლობაზე საუბრისას.

ცნობისთვის: სრულიად ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ-ის მიერ გამოცხადებულ შედეგებსა და შესაბამისად, არჩევნების ლეგიტიმურობას არ სცნობს, რის გამოც საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებს, მოქმედი ცსკ-ის პირობებში არც არჩევნების მეორე ტურში აპირებს მონაწილეობას და 8 ნოემბრიდან მასშტაბური აქციების გამართვას გეგმავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები