ციხეში გიორგი რურუას ცემის ფაქტზე სამ პატიმარს ბრალდება წარუდგინეს
06/11/2020 13:12:40 სამართალი
ციხეში მსჯავრდებულ გიორგი რურუას ცემის ფაქტზე სამ პატიმარს ბრალდება წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
"საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 ნოემბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულებაში პატიმრებმა პ.ნ-მ, გ.ჯ.-მ და ნ.ო.-მ. ჯგუფური ძალადობის გზით მსჯავრდებულ გიორგი რურუას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. პროკურატურამ ძალადობაში მონაწილე ყველა პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა, , ჩადენილი ჯგუფურად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) 2020 წლის 6 ნოემბერს წარუდგინა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", – აცხადებენ გენპროკურატურაში.


