Accentnews.ge
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ზურაბიშვილის ექსკურსიებზე 21 000 ლარის დახარჯვის მიზნობრიობას განმარტავს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ზურაბიშვილის ექსკურსიებზე 21 000 ლარის დახარჯვის მიზნობრიობას განმარტავს

06/11/2020 16:18:56 საშინაო პოლიტიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პანდემიის პერიოდში ქვეყნის ბიუჯეტიდან სალომე ზურაბიშვილის ექსკურსიებზე 21 000 ლარი "შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისათვის" დაიხარჯა. რაც შეეხება სამივლინებო ხარჯებს, ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ "მიხეილ სააკაშვილის მივლინების ხარჯები - სამჯერ, ხოლო გიორგი მარგველაშვილის ორჯერ მეტი იყო, ვიდრე სალომე ზურაბიშვილის".

„გვსურს, კონკრეტული ფაქტებით გამოვეხმაუროთ საქართველოს პრეზიდენტის ხარჯების შესახებ მისი დისკრედიტაციის მცდელობის მიზნით გავრცელებულ ინფორმაციას. საზოგადოებამ თავად შეადაროს ციფრები და გააკეთოს დასკვნები. საქართველოს პრეზიდენტების 9 თვის სამივლინებო ხარჯები:

მიხეილ სააკაშვილი (2012 წელი)- 2,558,799 (ეროვნული ვალუტის იმდროინდელი გაცვლითი კურსი 1.6) - 1,599,249$

გიორგი მარგველაშვილი (2016 წელი) 1,991,954 (ეროვნული ვალუტის იმდროინდელი გაცვლითი კურსი 2.1) - 948,549 $

სალომე ზურაბიშვილი (2019 წელი) 1,335,569 (ეროვნული ვალუტის იმდროინდელი გაცვლითი კურსი 2.6) 513,680$

აღნიშნული ნიშნავს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მივლინების ხარჯი დაახლოებით 3-ჯერ მეტი იყო, ხოლო პრეზიდენტ მარგველაშვილის 2–ჯერ მეტი, ვიდრე დღევანდელი პრეზიდენტის.

საყურადღებოა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არ აქვს სარეზერვო ფონდი, რომელიც 2019 წლიდან განულდა და 2013-2018 წლებში წლიურად 5 მილიონს, ხოლო 2013 წლამდე პერიოდში 50 მილიონ ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის მივლინებებს უცხოეთში, პანდემიიდან გამომდინარე პრაქტიკულად ყველა გაუქმდა. წლის დასაწყისში შედგა მხოლოდ ორი ვიზიტი, ევროპის საბჭოსა (სტრასბურგი) და ისრაელში", – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორის" განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში (კერძოდ, 2020 წლის აპრილ-სექტემბერში) საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ექსკურსიებზე 21 364 ლარი დაიხარჯა.

"ამ მონაცემებში არ შედის კორონავირუსის გავრცელებამდე პერიოდი (იანვარი-მარტი), რა დროსაც პრეზიდენტის შიდა ვიზიტებზე - 15 232, ხოლო საგარეო გასვლებზე 236 312 ლარი იყო დახარჯული",-აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S