
აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი: "უაზროა თქვენი პარლამენტში ყოფნა და უკანონო - არყოფნა"
27/06/2019 11:35:58 ციტატა
"დღეს მთავრობის სხდომაზე უნდა გამოსულიყო და მოერიდა. შერცხვა ან შეეშინდა. ბატონო მამუკა, თქვენ კანონით ხართ ვალდებული, მოხვიდეთ. ნუ შეშინდებით. ხომ ხედავთ არავის არაფრად არ მიაჩნიხართ, მერვე დღეა პროტესტის და სცენიდან კრიტიკის ღირსადაც კი თითქმის არავინ ჩაგთვალათ. თქვენ ჩვენთვის არ არსებობთ. ვერ გხედავთ. ფორმალობა ბრძანდებით. უაზროა თქვენი პარლამენტში ყოფნა და უკანონოა - არყოფნა. მესმის, რომ ცუდი არჩევანია, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოს მაინც ეცით პატივი. თუმცა გუშინდელის შემდეგ უპატივცემულობასაც გაგიგებთ. ”
ამის შესახებ Forbes საქართველოს აღმასრულებელმა რედაქტორმა და პარლამენტთან მიმდინარე აქციების ერთერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა თავის Facebook გვერდზე დაწერა.
ცნობისთვის:დღეს პრემიერი პარლამენტის წინაშე ანგარიშით უნდა წარმსდგარიყო, თუმცა ღონისძიება გადაიდო.