Accentnews.ge
ცსკ: "ინფორმაცია, რომლის თანახმად, კომისიის 7-მა წევრმა დატოვა დაკავებული პოზიცია, სიმართლეს არ შეესაბამება"

ცსკ: "ინფორმაცია, რომლის თანახმად, კომისიის 7-მა წევრმა დატოვა დაკავებული პოზიცია, სიმართლეს არ შეესაბამება"

06/11/2020 16:34:33 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ცსკ 7-მა თანამშრომელმა დატოვა.

ცსკ მოუწოდებს პროცესებში ჩართულ მხარეებს, თავი აარიდონ დეზინფორმაციის გავრცელებას.

"სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 7-მა წევრმა დატოვა დაკავებული პოზიცია. აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს. მივმართავთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, თავი აარიდონ დეზინფორმაციის გავრცელებას და არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში ცრუ ინფორმაციის გავრცელებით",- ნათქვამია ცსკ–ის ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S