Accentnews.ge
  ნიკა მელიას გირაო შეეფარდა

ნიკა მელიას გირაო შეეფარდა

27/06/2019 12:02:54 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, დეპუტატ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით არასაპატიმრო ღონისძიება შეუფარდა. პროკურატურა პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ წარდგენილი არგუმენტაცია საკმარისად არ მიიჩნია და მელიას გირაოს სახით 30 000 ლარის გადახდა შეუფარდა.  მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში მყოფნი აპლოდისმენტებით შეხვდნენ. 

„მე ჩემი პოზიცია არაერთხელ ​დამიფიქსირებია ჩინჩალაძე-მურუსიძესთან დაკავშირებით. მე ვნახე 93 დაჩოქილი დეპუტატი. არ მაქვს რწმენა, რომ თქვენ იქნებით პირუთვნელი, ობიექტური და სამართლიანი მოსამართლე. ნებისმიერი თქვენი გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკურად ნაკარნახევი. თქვენ არ ხართ ჩეულებრივი მოსამართლე, თქვენ ხართ კოლეგიის თავმჯდომარე, ასეთ თანამდებობაზე ვერ დაინიშნებოდით, რომ არ იყოთ კლანის წევრი. მე ვერ ვიტყვი იმ სიტყვას, რომ თქვენ გული მოგილბოთ და სხვანაირი ნიკა მელია წარმოგიდგინოთ, რათა პატიმრობა არ შემიფარდოთ. ამას ვერც თქვენ ეღირსებით და ვერც ბიძინა ივანიშვილი“, – მიმართა მოსამართლეს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ნიკა მელიამ.

სასამართლოში იმყოფებოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მელიას მხარდამჭერები.

"ზეწოლის შედეგად ხელისუფლებას უკან დახევა მოუწია",– განაცხადა ენმ–ის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა. 

ცნობისთვის: სახელმწიფო ბრალდება დეპუტატს მელიას 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. 

პროკურატურის ინფორმაციით, “აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით”. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გუშინ პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. გადაწყვეტილებას მხარი მმართველი გუნდის 91–მა დეპუტატმა დაუჭირა.  


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S