
ილჰამ ალიევი: “შუში გათავისუფლებულია ოკუპაციისგან”
08/11/2020 09:59:59 კავკასია
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთიან ყარაბაღში ქალაქ შუშის აღების შესახებ განაცხადა.
“აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა კონტროლი დაამყარეს ქალაქ შუშიზე. შუში გათავისუფლებულია ოკუპაციისგან” – განაცხადა ალიევმა ხალხისადმი მორიგი მიმართვისას.
თუმცა მოგვიანებით სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანული მხარის მიერ სტრატეგიულ ქალაქ შუშის აღება უარყო.
თვითგამოცხადებულ მთიან ყარაბაღში ვითარება 27 სექტემბერს, დილით გამწვავდა. როგორც სომხეთში, ისე აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. მხარეები ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
February
2021
S
M
T
W
T
F
S