Accentnews.ge
პოლიციამ ცსკ–სთან სავარაუდოდ, „წიწაკის სპრეი“ გამოიყენა

პოლიციამ ცსკ–სთან სავარაუდოდ, „წიწაკის სპრეი“ გამოიყენა

09/11/2020 08:27:17 სამართალი

შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე კვლავ ირწმუნება, რომ მიუხედავად პანდემიისა და კლიმატური პირობებისა, პოლიციამ წუხელ ცსკ–ის შენობასთან წყლის ჭავლის სახით მომიტინგეების მიმართ „პროპორციული ძალა“ გამოიყენა.

ამასთან, როგორც საბანაძე ირწმუნება, პოლიციას აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი არ გამოუყენებია და "ზოგადად, დანაყოფის აღჭურვილობაში, რომელსაც მასების მართვა ევალება, „წიწაკის სპრეია“.

„წიწაკის სპრეი“ საჭიროების მიხედვით შეიძლება, გამოყენებულ იქნას, მაგრამ ეს არ არის ცრემლსადენი გაზი – მათ შორის სხვაობა დიდია“,– აღნიშნა მან.

ინფორმაციისთვის: ცსკ–ის შენობასთან შეკრებილ მომიტინგეებს პოლიციის მიერ წყლის ჭავლის და გაურკვეველი ნივთიერების გამოყენების შემდეგ სუნთქვის უკმარისობის ჩივილები ჰქონდათ, თუმცა ნაწილმა განაცხადა, რომ სახეზე დამწვრობის შეგრძნებაც ჰქონდათ. მომიტინგეთა ნაწილმა ქიმიური დამწვრობა თვალის არეში მიიღო.

რაც შეეხება მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებების წინასწარი გაფრთხილების გარეშე გამოყენები ფაქტს, საბანაძე ირწმუნება, რომ პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებდა.

„წყლის ჭავლი, როგორც სპეციალური, იძულების საშუალება, კანონის სრული დაცვით იქნა გამოყენებული: პოლიციის შესახებ კანონის 31–ე მუხლის თანახმად, პოლიციას აქვს უფლება, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, მაშინ, როდესაც საფრთხე პოლიციელის და ზოგადად საზოგადოების წევრის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ემუქრება, გაუფრთხილებლობის გარეშე (და არ არსებობს ამის ბუნებრივი საშუალება) გამოიყენოს სპეცსაშუალება. სწორედ ამ კანონის დაცვით იქნა იგი გამოყენებული“,– ირწმუნება შს მინისტრის მოადგილე.

რაც შეეხება მედიის წარმომადგენლების დაშავებას, საბანაძე ირწმუნება, რომ წყლის ჭავლი დამიზნებით არ უტყორცნიათ: „წყლის ჭავლი იმ მიმართულებით იქნა გამოყენებული, საიდანაც საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების მიმართ საფრთხე მომდინარეობდა. აქციის მართვის პროცესში იმის განსაზვრა, სად იდგა მედიის წარმომადგენელი, რთული იყო, თუმცა დამიზნებით წყლის ჭავლის გაშვება არ მომხდარა. ის გამოყენებულ იქნა იმ პროტესტანტების მიმართ, რომლებიც ძალადობდნენ პოლიციელებზე და უკანონოდ შეჭრას ცდილობდნენ ცსკ–ის შენობაში“.

ცნობისთვის: წყლის ჭავლი ცსკ–ის შენობასთან 8 ნოემბერს ინტენსიურად გამოიყენეს. შედეგად დაშავდნენ მოქალაქეები და მედიის წარმომადგენლები. დაზიანებები მათ ძირითადად სახის არეში აქვთ.

სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სპეცსაშუალებების გაუფრთხილებლად გამოყენებას, მით უფრო - პანდემიისა და ჰაერის დაბალი ტემპერატურის პირობებში, არაპროპორციულ ძალად აფასებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S