Accentnews.ge
ვოლსკი – სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: "ეს არ ნიშნავს მისთვის პასუხისმგებლობის მოხსნას"

ვოლსკი – სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: "ეს არ ნიშნავს მისთვის პასუხისმგებლობის მოხსნას"

27/06/2019 12:47:00 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ არის აუცილებელი ის ციხეში იჯდეს. ეს არ ნიშნავს მისთვის პასუხისმგებლობის მოხსნას, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას.

მისი თქმით, პარლამენტმა პროკურატურას უფლება მისცა, მიემართა სასამართლოსთვის კონკრეტული აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

„სასამართლოს პარლამენტი ვერ ჩაანაცვლებს. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ არის აუცილებელი ის ციხეში იჯდეს. ეს არ ნიშნავს მისთვის პასუხისმგბელობის მოხსნას. მისი პასუხისმგბელობის განსაზღვრა პარლამენტის უფლებამოსილება არ არის. რა უხარიათ ჩვენს ოპონენტებს, ვერ გავიგე, მაშინ როცა მათი სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებებს საერთოდ არ იღებდა. 2 წუთში უდანაშაულო ხალხს ასამართლებდა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მოსამართლემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებულ წევრს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. გადაწყვეტილებას მხარი მმართველი გუნდის 91–მა დეპუტატმა დაუჭირა.      

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S