
მამუკა მდინარაძე: "ნაციონალური მოძრაობის" ორი ტყუილი დადასტურდა"
27/06/2019 12:54:05 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
"ქართული ოცნების" ერთ–ერთი ლიდერი ირწმუნება, რომ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით ორი ტყუილი დადასტურდა.
"კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ დამოუკიდებელი სასამართლო გვაქვს, რომელიც რამდენიმეწლიანი ანტიპიარის ქვეშ არის "ნაციონალური მოძრაობიდან" და მისი სატელიტი მედიასაშუალებებიდან. ასევე დადასტურდა, რომ პარლამენტს დაპატიმრების სანქცია არ გაუცია. "ნაციონალურმა მოძრაობამ" გუშინ მოატყუა საზოგადოება. ორი ტყუილი დადასტურდა",– განაცხადა მამუკა მდინარაძემ ნიკა მელიასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას.
ამასთან, ჟურნალისტები დაინგტერესდნენ, იყო თუ არა მმართველ გუნდზე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ზეწოლა. საპასუხოდ მან განაცხადა, რომ მსგავს რამეს ქართულ სასამართლოს პარტნიორები არ აკადრებენ.
მოსამართლემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებულ წევრს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. გადაწყვეტილებას მხარი მმართველი გუნდის 91–მა დეპუტატმა დაუჭირა.