„თუ არ დამიმტკიცებენ, რომ სადმე შევრბოდი და ხელიც ამიტომ მაქვს მოტეხილი, ამ საქმეს სასამართლოში გავარჩევთ“
09/11/2020 11:14:23 სამართალი, საზოგადოება
შსს–ს მონაცემებით, 8–9 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ტერიტორიაზე 10–მდე მომიტიმგე დაშავდა. უნდა აღინიშნოს, რომ დაშავებულებს, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს დაზიანებები ძირითადად სახის არეში აქვთ მიყენებული, აღენიშნებათ ქიმიური დამწვრობებიც, რომელიც სავარაუდოდ, წყლის ჭავლთან ერთად „წიწაკის სპრეის“ გამოყენებამ განაპირობა.
ერთ–ერთი დაშავებული, მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტი სოფო კუჭავა, რომელსაც ხელი აქვს მოტეხილი, სასამართლოში დავას გეგმავს.
„არაფერი არ ხდებოდა. პირადად მე ცეცხლთან ვიდექი და მოლოდინი, რომ იქ რამე მოხდებოდა, არ მქონდა. დაიწყო დარბევა! წინა ხაზზე მოვხვდი! როდესაც დავინახე, რომ სპეცრაზმი ჯებირებიდან გადმოვიდა და ჩვენი მიმართულებით დაიწყო სხვა, მე უკან–უკან სიარული დავიწყე, თან „ფეისბუქ–ლაივი“ მქონდა ჩართული. ამ დროს რაღაც მომხვდა და გადამაგდო.
თუ არ დამიმტკიცებენ, რომ სადმე შევრბოდი და მაგიტომ მაქვს ხელი მოტეხილი, ამ საქმეს სასამართლოში აუცილებლად გავარჩევთ –ახლა ამ დღეში რატომ ვარ, მთელი თვე თაბაშირი რატომ უნდა ვატარო მათი უსინდისობის გამო?!“,– განაცხადა სოფო კუჭავამ.


